ხვალ, 5 იანვარს 15:00 საათზე სათნოების სახლ “კათარზისში” “მისტერ ბაბუა 2008”-ს და “მისის ბებია 2008”-ს აირჩევენ.
ამის შესახებ კონკურსის ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” მარკეტინგის მენეჯერმა, ნიკა ქუთათელაძემ განუცხადა. ნიკა ქუთათელაძის თქმით, “კრედო” გამარჯვებულ წყვილს საჩუქარს გადასცემს.
“საჩუქარი იქნება ორკაციანი მოსაწვევი რესტორან “მეტეხის ჩრდილში”. მათ მიეცემათ შესაძლებლობა ერთი საღამო გაატარონ მასთან, ვისთანაც სურთ”, _ განუცხადა “ჯი-ეიჩ-ენს” ნიკა ქუთათელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები