კოსმოსში ტურისტული ფრენების ფასი, საშუალოდ, 45 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ კოსმოსური ტურისტული ფრენების ორგანიზატორმა, ამერიკულმა კომპანია “შპაცე Aდვენტურეს”-მა განაცხადა.
შესაბამისად, ამჟამად, კოსმოსში ერთი ადამიანის ტურისტული გამგზავრება, კერძოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე - 30-40 მილიონი დოლარი დაჯდება. ხოლო, მათ ვისაც ღია კოსმოსში გასვლა სურთ 45-55 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტურისტული მგზავრობა 30 მილიონ დოლარამდე ჯდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები