ჟურნალ Fორბეს -ის ვერსიის მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში, ათმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა, 150 მილიარდამდე დოლარი დაკარგა. Yყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი, ე.წ. ინდიელ მილიარდერთა “სამეულმა”- ფოლადის მწარმოებელმა მაგნატებმა - ლაკშმი მიტალმა, ძმებმა მუკეშებმა და ანილ ამბანიმ განიცადეს.
გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ისინი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით დააზარალა. არანაკლებად დაზარალდა უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწე პი სინგჰიც.
Fორბეს-ის მილიარდერთა სიის 300-დე წარმომადგენელმა, კრიზისის ფონზე, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა, ხოლო რამდენიმე ათეულის ზარალმა, ჯამში 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რეიტინგი Fორბეს-ის ფურცლებზე, ყოველწლიურად მარტის თვეში ქვეყნდება. გასული წლის მარტის ვერსიის მიხედვით მილიარდერთა სია 1100 გვარს ითვლიდა.
მასალის გამოყენების პირობები