რუსეთის გმირმა, საჰაერო-სადესანტო ჯარების გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვალენტინ პოლიანსკიმ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პოლიანსკის მეუღლე 4:30 საათზე მოსკოვის ლუბლინოს რაიონის შს განყოფილებას დაუკავშირდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, პოლიანსკი გონებაზე მოუსვლელად დაიღუპა.
რუსეთის გმირის წოდება პოლიანსკი 2000 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაცისას გამოვლენილი მამაცობისა და გმირობისათვის მიენიჭა.
პოლიანსკი, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ კასიანოვის თანამებრიძოლი იყო.
მის წინააღმდეგ რუსმა სამართალდამცავებმა სსკ-ის ორი მუხლით _ 318 319 აღძრეს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცყოფასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა, საკმარისი მტკიცებულების არქონის გამო საქმე გასული წლის ნოემბრის ბოლოს შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები