მასწავლებელთა ხელფასი ეტაპობრივად მოიმატებს. ბრძანებას, მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდის და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ხელი 2008 წლის 31 დეკემბერს მოაწერა.
იანვრიდან ხელფასები ეტაპობრივად მოიმატებს, ხოლო მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით პედაგოგების 70%-ის ხელფასი იანვრიდან არა 25 ლარით, არამედ საშუალოდ 32 ლარით გაიზრდება. მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც. საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით, კლასის დამრიგებლთა სახელფასო მატება სექტემბრიდან 100 ლარამდე იქნება.