სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ტურამ 50 წლის ქალი სახის არეში დაკბინა და ტუჩები მოაჭამა. მტაცებელმა ის საკუთარი სახლის ეზოში დღის 3 საათზე დაგლიჯა. ტურამ სახის არეში დაკბინა ბესიკ ჯ-შვილიც.
„ეზოში დავინახე ძაღლი და ტურა ჩხუბობდნენ. მე დავიყვირე და ამ დროს ნადირი ჩემსკენ წამოვიდა და სახეზე დამკბინა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა ქეთევან ო-შვილმა.
ადგილობრივების თქმით, ტურები სოფელს ამინდის გაუარესების შემდეგ შეესივნენ. ტურები სოფელში ჯგუფ-ჯგუფად დადიან, რის გამოც სოფელ ანაგის მაცხოვრებლებს დღისით გარეთ გასვლის ეშინიათ.
მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის შექმნას და მტაცებლების განადგურებას ითხოვს.