14 წლის ალისა კამლია მშობლებმა სამკურნალოდ სოხუმიდან თბილისში გადმოიყვანეს. ეთნიკურად აფხაზი გოგონა მკურნალობის კურსს სოხუმსა და მოსკოვში გადიოდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ მოახერხეს.
ამის შემდეგ კი არასრულწლოვანის მშობლებმა მისი თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ალისა კამლიას ყველა საჭირო გამოკვლევის შემდეგ სტაციონარში მოათავსებენ.