მსოფლიოში საუკეთესო შოპინგის დედაქალაქად ლონდონი აღიარეს. ამის შესახებ საუბარია კვლევებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის Economist Intelligence Unit მიერაა ჩატარებული. შერჩევის კრიტერიუმი იყო: სავაჭრო ცენტრებისა და ბუტიკების რაოდენობა, მათი ადგილმდებარეობის მოხერხებულობა, თემატური მრავალფეროვნება, ცნობილი ბრენდების არსებობა,ფასები და სეზონური გაყიდვების მიმზიდველობა.
გარდა ამისა, ითვალისწინებდნენ მომსახურების ხარისხს და რეგიონის კლიმატს. შემდეგ სიაში მოდიან : ბარსელონა, მადრიდი, პარიზი და რომი.
Global Blue-ის კვლევების დამკვეთის ვიცე პრეზიდენტის ერიკ ნოელის განმარტებით, კომერციული მიზნებისთვის ტურიზმი მსოფლიოში დიდ პოპულარობას იძენს.
მკვლევარებმა ტურისტებს, რომლებიც ეკონომიურ მოგზაურობას ირჩევენ რეკომენდაცია გაუწია , ორიენტაცია გააკეთონ ნაკლებ პოპულარულ შოპინგ-მარშუტებზე და გაემგზავრონ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში -კიევი, სოფია, ბრატისლავა, ბუქარესტი, ბელგრადი.
სწორედ აქ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით საქონლის ფასებსა და მომსახურეობაზე.