შეწყალების კომისიაში ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრო ალავიძე შეიყვანეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანებულება გამოსცა.
შეწყალების კომისიაში პარლამენტიდან, ანდრო ალავიძის გარდა, არიან მარიკა ვერულაშვილი, ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, რომან მარსაგიშვილი და ბეჟან ხურციძე.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ყოფილი დეპუტატის გიორგი ჩივიაშვილის ადგილს დეპუტატი ანდრო ალავიძე დაიკავებს.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩივიაშვილი რამდენიმე თვის წინ კახეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა და სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.