ხვალ, 11 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 15:00 საათამდე, ქ. ბათუმში, სასტუმრო "რჩეულ ვილაში"(მის" ქ. ბათუმის, ჟორდანიას ქ 31., არასამთავრობო ორგანიზაცია"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა ადვოკატებისთვის. ღონისძიება ტარდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში პრაქტიკოს ადვოკატთა გაძლიერებას, რათა მოხდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უკეთ დანერგვა.
შეხვედრის პირველი დღე დაეთმობა ტრეინინგს, ხოლო მეორე დღეს ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ადვოკატები აჭარის რეგიონის ადვოკატებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში.
„42-ე მუხლი" მომვალშიც რეგულარულად ჩაატარებს შევხედრებს ადვოკატებთან, რომელიც საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება.
მრგვალი მაგიდა ტარდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ, სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) ფინანსური მხარდაჭერით.