თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბუნებრივი აირით 8 ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ისინი თბილისის მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა ბინაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან გაჟონა.