დღეს, 10 ნოემბერს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ქვესადგურ "დიღომი-35"-ში სარემონტო სამუშაოს გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის საცდელი მეურნეობის დასახლების და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.