11 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის - "შრომის სამართალი (სტატიათა კრებული) I" პრეზენტაცია გაიმართება.
კრებულში განხილულია შრომის სამართალთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მასში წარმოდგენილია როგორც მეცნიერთა და მოქმედ მოსამართლეთა მოსაზრებები, ისე ახალგაზრდა მკვლევართა შრომები. კრებულის გამოცემის მიზანია იმ ვაკუუმის შევსება, რაც შრომითსამართლებრივი ლიტერატურის სახით შეინიშნება. დღემდე არ არსებობდა ერთიანი ნაშრომი, რაც პრობლემას ქმნიდა უმაღლეს სასწავლებლებში. წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ თეორეტიკოს და პრაქტიკოს იურისტებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; მოსამართლეები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები; აგრეთვე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.