ხვალ, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმი გაიმართება. ფორუმს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონას გარ სთორი გახსნიან.
შეხვედრას ნორვეგიის დელეგაციის გარდა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა" და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. რაც შეეხება ნორვეგიულ მხარეს, დელეგაციაში ნორვეგიის სამთავრობო სტრუქტურებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები შედიან.