ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ოქტომბრის თვიდან ნავთობის ფასი მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ძირითადად იზრდება.
თვის დასაწყისიდან დღევანდელი მდგომარეობით ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 101.71 დოლარიდან 114.56 დოლარამდე/ გაიზარდა, ხოლო ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 77.61 დოლარიდან 95.52 დოლარამდე/. დღეისათვის ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას აგვისტოს თვის შემდეგ.
"ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული ბოლო პერიოდში ევრო ზონაში განვითარებულ მოვლენებთან. კერძოდ, ევრო კავშირის წევრმა ქვეყნებმა საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მისი ფინანსური დახმარების თაობაზე. ამას დაემატა ასევე საბერძნეთში პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი პრემიერისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც სანავთობო სფეროს ინვესტორების მიერ პოზიტიურ სიგნალად იქნა მიჩნეული კრიზისის შესაჩერებლად"- აცხადებს მთვარალაშვილი.
კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ფასებზე გავლენა მოახდინა ასევე ბოლო პერიოდში ნიგერიაში განვითარებულმა მოვლენებმა. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა ერთ-ერთი დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არის მსოფლიოში