ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა. მისი თქმით გაჩეჩილაძის გუნდი ითანამშრომლებს ყველა იმ კანდიდატთან ვინც არ იქნებს სისხლის სამართლის დამნაშავე.
"ყველა ადამიანს აქვს უფლება მოხსნას ან არ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ და ახლაც ვიმეორებთ რომ ლევან გაჩეჩილაძე არავის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და ვითანამშრომლებთ ყველა იმ პირთან ვინც არ იქნება სისხლის სამართლიას დამნაშავე", - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება არ მოვხსნას კანდიდატურა და გააგრძელოს ბრძოლა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.
"მე ვადასტურებ საქართველოს მოსახლეობისათვის მიცემულ ყველა დაპირებას, რომელიც აღვწერე ეკონომიკურ პროგრამაში 'შეხიდება, გარღვევა, გაბრწყინებული ქვეყანა. უკვე 2008 წლის იანვრიდან და შემდეგი 18 თვის განმავლობაში მზად ვარ საკუთარი სახსრებიდან: - დავიწყო თითიეული უმუშევრისათვის 50 ლარის გადახდა ყოველთვიურად. - დავფარო საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახის 100 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება, იმავე თანხობრივი მოცულობით გაზის მოხმარების ხარჯები და სრულად დავფარო წყლის მოხმარების გადასახადი. - შევიძენო ყურძნისა და ციტრუსების 2008 წლის მოსავალი",_ ნათქვამია განცხადებაში.