შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა მუშაობს რეზოლუციაზე საქართველოს შესახებ, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება მკაცრად დასმული საქართველოს ტერიტოტორიების ოკუპაციის საკითხი. ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ რეზოლუციის საკითხი განიხილეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კონგრესმენებთან ვიზიტისას.
"ერთ-ერთი მთავარი თემა არის რეზოლუცია, რომელიც უნდა მიიღოს წარმომადგენლობითმა პალატამ. უახლოეს მომავალში დაიწყება ამ დოკუმენტის მიღება. ეს იქნება ყოვლისმომცველი დოკუმენტი სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დემოკრატიული რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი მიიღებს ასეთი ტიპის დოკუმენტს", - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე უკვე მეორე დღეა ვაშინგტონში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს ამერიკელ კანონმდებლებთან. დღეს ბაქრაძე რამდენიმე კონგრესმენებს შეხვდა. კონგრესის პალატის წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუცია იქნება იმ დოკუმენტის მსგავსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკის სენატმა მიიღო. მასში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.