ცნობილმა კულინარმა და დიზაინეტრს ჯული პერგოლუტიმ პოლ ბასილეისა და ზოი მეთიუს ქორწილისთვის, რომელიც ავსტრალიის ქალაქ პერტში გაიმართა, ორიგინალური ტორტი გამოაცხო. რაზეც შემდგომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
ტელეკომპანია FOX-ის ინფორმაციით, ტორტის ღირებულება 6500 დოლარია და მისი წონა 135 კგ-ს იწონიდა. ტორტი გაფორმებული იყო 10 ათასი ერთეული Swarovski-ს თვლებით. ტორტი ისეთი ცნობილი და პოპულარული გახდა, რომ პერგოლუტის ანალოგიური ტორტი ცნობილმა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა და აზერბაიჯანელმა მილიარდელმა ტელმან ისმაილოვმა დაუკვეთეს.