ფინანსთა მინისტრმა ხელისუფლების საზაფხულო არდადეგებზე დახარჯულ თანხებზე ოპოზიციის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის" წევრს ჯონდი ბაღათურიას აინტერესებს, რა დაჯდა მთავრობის საზაფხულო არდადეგები, კერძოდ, კლაიპედაში მთავრობის წევრების ვიზიტი.
,,მთელი ზაფხული მშიერი ხალხი უყურებდა, როგორ ატარებდა დროს მისი მაძღარი მთავრობა, როგორ აწყობდა ათასგვარ გართობას კლაიპედაში სუხიშვილებისა და დუდუკების თანხლებით. მაინტერესებს რა დაჯდა ეს საზაფხულო გართობა", - განაცხადა ბარათურიამ. ამ კითხვაზე პასუხი ფინასთა მინისტრს არ გაუცია.
უმრავლესობის წევრებმა კი ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას თეატრალური შოუ უწოდეს.