ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდა სარწყავი წყლის მოხმარების გადასახადან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სემეკს მიმართოს.
ოპოზიციის განმარტებით, ზოგიერთ რეგიონში სახელისუფლებო დაწესებულებები სარწყავი წყლის მოხმარების გადასახადს თვითნებურად აწესებენ.
ფინანსთა მინისტრმა ოპოზიციას განუმარტა, რომ სარწყავი წყლის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა არ არის, რადგან ტარიფებს ადგენს სემეკი.
~თვითნებურად, სახელმწიფო დაწესებულებები არაფერს არ ადგენენ~, - დასძინა დიმიტრი გვინდაძემ.