ჯონდი ბაღათურიას ფინანსთა მიმისტრთან რამდენი შეკითხვა აქვს. ბაღათურიას აინტერესებს, რა დაჯდა მთავრობის საზაფხულო არდადეგები, როგორია ადმინისტრაციული პროგრამა და როდის გახდება მინიმალური პენსია 100 დოლარი.
ეს არის ძირითადი საკითხები, რომელსაც ბაღათურია დიმიტრი გვინდაძეს დაუსვამს.
"ხელისუფლება დროსტარებას აგრძელებს. უნდა შეწყდეს გასართობი პროგრამების დაფინანსება და მთავრობამ უნდა განმარტოს რა დაჯდა კლაიპედაში მთავრობის წევრების მოგზაურობა", - განაცხადა ბაღათურიამ.
დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტში სამთავრობო საათი ჩატარდება. დეპუტატების შეკითხვებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე უპასუხებს.