ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"მორიგი ზეწოლა „ქართუ ჯგუფზე". ზედამხედველობის სამსახური ქართუ ჯგუფს ერეკლე მეფის მოედანზე „როსტომ მეფის" სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლები როსტომ მეფის სასახლეში გუშინ გვიან ღამით მივიდნენ და სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვეს და თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად ზედამხედველობის სამსახურში არასწორად წარმოებული სამუშაოები დასახელდა. ზედამხედველობის სამსახურმა ქართუ ჯგუფს 4000 ლარის ჯარიმა და ხარვეზების 20 კალენდარულ დღეში აღმოფხვრა დაავალა, თუმცა ქართუ ჯგუფის თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. ქართუ ჯგუფმა როსტომ მეფის გარე სამუშაოების წარმოება 2011 წლის აგვისტოში დაასრულა. 1-ელ სექტემბერს კი დედაქლაქის მერიას მიმართა და ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ მომხდარიყო შენობის ექსპლუატაციაში შესვლა. კანონით ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის 10-მდე თანამშრომელი ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხდდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.