დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტში სამთავრობო საათი ჩატარდება. სამთავრობო საათი 27 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიო, მაგრამ 25 ოქტომბერს პარლამენტმა სამთავრობო საათის ჩატარება გადადო.
მანამდე პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ 27-ში ნაციონალური მოძრაობის წევრები რეგიონებში აპირებენ გასვლას და გამონაკლისის სახით სამთავრობო საათი 27-ის ნაცვლად 28 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის", რომელიც სამთავრობო საათის ჩატარების ინიციატორია, დაეთანხმა უმრავლესობას, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ფინანსთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პარასკევს უპასუხებს.
ოპოზიციურმა ფრაქციამ ასევე მოიწვია პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ოპოზიციას უპასუხა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარასკევს სხვა მინისტრებიც გააკეთებენ შესაბამის მოხსენებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კი განმარტა, რომ ეკონომიკის მინისტრი ვენაშია და ესწრება ბიზნესფორუმს და ამიტომ ის პარასკევს პარლამენტში ვერ მოვა.