ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციების დარბევასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შექმნას.
"ვერ გავიზიარებ ზოგიერთის მოსაზრებას - რა აზრი აქვს დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბარს, რადგან პარლამენტში კენჭისყრისას მაინც ჩავარდება. მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენს არსებობას? მაშინ დავიხუროთ თავზე ქუდი, მივიდეთ მტკვართან და გადავეშვათ წყალში", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია დროებითი კომისიის შექმნის საკითხს 28 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენებს.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ორგანიზებით პარლამენტში შეხვედრა შედგა, სადაც მიწვეული იყვნენ არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის წარმომადგენლი და დაზარალებული ჟურნალისტები.