ბათუმში მყოფი თურქეთის სახელმწიფო მინისტრი მიჰაიატ იაზიჯი აჭარის მთარობის თავმჯდომარემ მიიღო.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის, სარფის საბაჟოზე ტვითების გადაზიდვის პროცედურების გამარტივებაზე. იმედი გამოითქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ბათუმში მეოთხე საერთაშორისო ფორუმში - "საბაჟო ადმინისტრირების როლი "აბრეშუმის გზის" ქვეყნების წახალისებასა და ხელშეწყობაში" - მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.