შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს  II  სამმართველოს  (დასავლეთი)  ფოთის  განყოფილებისა  და  შავი ზღვის  დაცვის  კონვენციური  ინსპექციის  თანამშრომლებმა,  ერთობლივად  გატარებული  სასაზღვრო-პოლიციური  ღონისძიებების  შედეგად,  ზღვის დაბინძურების  ფაქტზე  (გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების ჩაღვრა ზღვაში),  ფოთის  პორტის  N1  ნავმისადგომთან,  მარშალის  კუნძულების  დროშით მცურავი  ნავთობმზიდი  გემი  "CAPE   BLANC"-ი  დააკავეს.
აღნიშნული გემის  კაპიტნის,  რუსეთის  ფედერაციის  მოქალაქის, მიხაილ  ანდრეევის  მიმართ  დაიწყო  საქმისწარმოება  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის   58-ე  (პრიმა ორი)  მუხლის  VII   ნაწილით.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები