არასრულწოვანთა ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 44 წლის მამაკაცი დააკავეს. 12 წლის გოგო თავის ნათლიასთან სექსუალურ კავშირს აღიარებს, თუმცა ამბობს რომ ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. არასრულწოვანი სოფლიდან ნათლიასთან ერთად 8 ოქტომბერს გაუჩინარდა. 5 დღის შემდეგ კი ოჯახში დარეკა და თქვა, რომ გათხოვდა. 12 წლის მოზარდმა საქმროს ვინაობა ოჯახს არ გაუმხილა. მოგვიანებით ოჯახმა სამართალდამცავების დახმარებით მათი ადგილსამყოფელი და ქმრის ვინაობა გაარკვიეს.
12 წლის მოზარდის მშობლები მამაკაცის დასჯას და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ისინი დარმუწნებულები არიან, რომ მათი შვილი ძალადობის მსხვერპლია.
ბრალდებულის ოჯახში ვერ ხსნიან მამაკაცის საქციელს, მას 20 წლის შვილი ყავს. მეუღლეს კი რამდნეიმე წლის წინ გაშორდა.
ცნობისთვის, საქართველოს კანომდებლობა არასწრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს კრძალავს. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.