ბელარუსიაში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. როგორც თავად ამბობენ, მათ მინსკის აეროპორტში დაფრენისას პასპორტები ახსნა-განმარტებების გარეშე ჩამოართვეს და საქართველოში დაბრუნება ურჩიეს.
მათ აეროპორტის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ. ისინი უკვე ერთი კვირაა მინსკის აეროპორტში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსშია საქართველოს საელჩო, როგორც დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.