ფოტორეპორტიორი პაატა ვარდანაშვილი მედიასაშუალებებს  საავტორო უფლებების დარღვევის გამო საყვედურობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვარდანაშვილმა განუცხადა, მასთან შეთანხმების გარეშე, მის მიერ გადაღებული ფოტოები სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სარეკლამო ბუკლეტებში, კალენდრებსა და ინტერნეტსაიტებზე ხვდება.
ვარდანაშვილი მიმართავს ყველას მის მიერ გადაღეული ფოტოები  შეთანხმების გარეშე არ გამოიყენონ. 
"ჩემი ფოტოები სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, საინფორმაციო სააგენტოებში, სარეკლამო ბუკლეტებში, კალენდრებსა და ინტერნეტ საიტებზე ხვდება ხოლმე და ჩემი სახელი არაა მითითებული. როდესაც ვუკავშირდები და ვეუბნები, რომ ეს ჩემი საავტორო ფოტოა,  ნებართვის გარეშე რატომ გამოიყენეს, აქეთ მედავებიან -  ინტერნეტში ვნახეთ და შენ არ უნდა გაგევრცელებინა ინტერნეტითო",- აცხადებს ვარდანაშილი და აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდების შემთხვევაში საავტორო უფლებების დაცვისთვის სასამართლოს მიმართას.