კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა მარტა ლარმა, გაანალიზა ჰომო საპიენსის ფიზიკური განვითარება და მივიდა დასკვნამდე, რომ ჩვენ "ქვევით" ვიზრდებით.
საუკუნეებით დაგროვილი ათასწლეულების ცოდნამ თანამედროვე ადამიანები შეუდარებლად ჭკვიანები გახადა, ვიდრე ჩვენი შორეული წინაპრები იყვნენ. მაგრამ ერთში, ჩვენ მათ უეჭველად ჩამოვრჩებით - ეს ფიზიკური ძალაა.
ლარის მიერ შეგროვებული მონაცემებით, თანამედროვე კაცობრიობამ გაიარა პიკი,როცა ყოველი მომდევნო თაობა ხდებოდა მაღალი და ფიზიკურად ძლიერი, ვიდრე წინა.
ამგვარად, ყველაზე მსხვილი და კუნთებიანი ჰომო საპიენსის წარმომადგენელები დედამიწაზე დაახლოებით 200 ათასი წლის წინ დადიოდა. 100-120 ათასი წლის შემდეგ შეიმჩნეოდა კიდევ ერთი პიკი დიდმაღლებისა. რაც შეგვეხება თანამედროვეებს, ჩვენ ბოლო 10-9 ათასი წლის განმავლობაში "ქვევით ვიზრდებით".
ადრე ადამიანების საშუალო წონა დაახლოებით 75-80 კგ-ს შეადგენდა, ამჟამად კი 70-75 კგ-ია.
კაცობრიობის ზომების შემცირების ძირეულ მიზეზად მკვლევარი, დიეტას, ურბანიზაციას და ეკოლოგიას ხედავს.
უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის ზომების შემცირების პროპორციულად მცირდება ტვინის მოცულობა.
მაგრამ,როგორც მეცნიერი ამბობს, ტექნიკის ანალოგიურად, ზომა ყოველთვის როდია სიძლიერის მაჩვენებელი, „გავიხსენოთ თუნდაც კომპიუტერის პროცესორი".