ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, დაახლოებით საათნახევრის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს.
"დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი. ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ", - ნათქვამია პრესამდივნოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრესსამდივნოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული მოდულის შენობაშია გადაყვანილი.