საქართველოში მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. წლების მანძილზე ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელები გიორგი და ნინო ინარჩუნებდა.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია:
ნიკოლოზი (2629-მათ შორის 353 ნიკა), გიორგი (2518), ლუკა (1653), საბა (1492), დავითი (1210), ალექსანდრე (1092-მათ შორის 467 სანდრო), ანდრია (888), მათე (516), დემეტრე (377), ილია (347), ირაკლი (315), დაჩი (295), გეგა (257), გაბრიელ (251), თორნიკე (223), ლაშა (204), ცოტნე (196), ბექა (193), გაბრიელი (172), ლაზარე (156) და სხვა.
ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: მარიამი (3545), ნინო (1828 -მათ შორის 561 ნინი), ანა (1776-მათ შორის 422 ანი, 375 ანანო, 110 ანნა), ელენე (1289), ანასტასია (1241), ბარბარე (1181), ლიზი (964), ნია (507), თამარი (485), სალომე (413), ნატალი (338, მათ შორის - 115 ნატალია), ლიკა (290), თეკლა (285), ანამარია (269), ქეთევან (216), ნუცა (182), გვანცა (171), ნანა (136), ნათია (135), თათია (115), სესილი (112) და სხვა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელები ასეთია: მამაკაცის სახელები: 1. გიორგი 2. დავითი; 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე; 5. ლევანი; 6. თეიმურაზი - (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10. ირაკლი და სხვა. ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე (მარინა); 4. მარიამი; 5. ლია (ლიანა); 6. მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი და სხვა.
საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები