რამაზ ჩხიკვაძეს დღეს რუსთაველის თეატრში გადაასვენებენ. გენიალურ ქართველ მსახიობს ხვალ დაკრძალავენ, თუმცა მანამდე მის ხსოვნას პატივს, ჩხიკვაძის შემოქმედების თაყვანისმცემლები რუსთაველის თეატრში მიაგებენ.
ხვალ, დილის 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
რამაზ ჩხიკვაძეს, ხვალ, 22 ოქტომბერს 14:00 საათზე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ.
ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრის ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.