21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზერ თოფიგ ოღლუ ჰუსეინი დაესწრებიან.