ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გაეროსადმი საგანგებო მიმართვას შეიმუშავებენ და სთხოვენ, რომ საქართველოში არჩევნები გაერომ ჩაატაროს.
გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარება ლეიბორისტების იდეაა და მიმართვაც მათი ინიციატივით შეიქმნება.
მიმართვის ტექსტზე ხელმოწერა ხვალ სასტუმრო `თბილისი მერიოტში~ გაიმართება.
ვინც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ამ იდეას ეთანხმება, ხვალ, 30 დეკემბერს, ერთობლივ მიმართვას ხელს მოაწერენ. ერთობლივი მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი იქნება მიმართული, რომ საქართველოში არჩევნები მათი ეგიდით ჩაატარდეს.
ხელმოწერის ცერემონიალზე დასასწრები მოსაწვევები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შალვა ნათელაშვილმა გაუგზავნა.