უკრაინის პრეზიდწენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 აპრილის ოსლოში ჩავიდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩავედი ოსლოში. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები და ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერებაში,“ - წერს ზელენსკი.
ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს იონას გარ სტორეს, ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე პრინცს ჰოკონს, ნორვეგიის პარლამენტის წევრებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დიპლომატიას პარტნიორებთან, რათა დავიცვათ სიცოცხლე და დავაახლოვოთ რეალური და გარანტირებული მშვიდობა,“ — განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობილია, რომ 14 აპრილს ზელენსკი ასევე იმყოფებოდა ბერლინში, სადაც შეხვდა გერმანიის მთავრობის კანცლერს ფრიდრიც მერცი.