რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუსეთის პრემიერის დღევანდელი განცხადება სერიოზულად უნდა აღვიქვათ".
"ეს დამაფიქრებელი განცხადებაა. ეს არაა ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი განცხადება. მასზე მთელი ევროპა უნდა დაფიქრდეს", - განუცხადა შეტევითი შეიარაღების შესაძლო გაზრდის თაობაზე პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, დროა, მსოფლიომ რუსეთი არა პარტნიორად და მეგობრად, არამედ აგრესიულ სახელმწიფომ აღიქვას.
"ამ განცხადებით პუტინმა შესაძლოა დროზე ადრე დაასრულოს აშშ-სთან "გადატვირთვის" პოლიტიკა", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.