მთავრობა ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტში იმ შემთხვევაში შემოვა თუ მთავრობაში 7 მინისტრი შეიცვლება. ბაკურ კვეზერელი კი მეექვსე მინისტრია, რომელიც შეიცვალა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, მთავრობის განახლება 1/3-ით არ მომხდარა ანუ 7 მინისტრი არ შეცვლილა. როდესაც მეშვიდე მინისტრი შეიცვლება ასეთ შემთხვევაში მოხდება მთავრობის ხელახალი წარდგენა ნდობის მისაღებად პარლამენტში" - განაცხადა ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.