ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის მეგობარი, მუსიკოსი ლევან მდინარაძე, დიჯეი რემბო, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მდინარაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ითვალისწინებს და შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.