თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 1992 წ.დ დავით რუსიშვილი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარ, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მისი კუთვნილი „ჩეზეს" ტიპის პისტოლეტი.
პოლიციის მიერ ასევე დადგენილია მკვლელობაში მონაწილე 2 პირი: 51 წლის ივერი (დათო) გოგბერაშვილი და 23 წლის ირაკლი აგლაძე.
ამჟამად ტარდება ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ზემოთხსენებული პირების დაკავების მიზნით.