პრაიმერის ჩატარების ინიციატორი პარტიების ლიდერები ამჯერად მოლაპარაკებებს ლევან გაჩეჩილაძესთან გამართავენ.
"კონსერვატიული პარტიის", "ხალხის პარტიისა" და "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი "დაიცავი საქართველოს" ოფისში დღეს, 14:00 საათისთვის მივლენ.
პრაიმერის ინიციატორები გაჩეჩილაძეს იმ პროექტს გააცნობენ, რომლის მიხედვითაც თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატის შერჩევა უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ თავად პრაიმერის ჩატარების ინიციატორები გაჩეჩილაძის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კანდიდატად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ძიძიგური, დავითაშვილი და ნოღაიდელი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს ჯერ "საქართველოს გზის" და ლეიბორისტული პარტიის, შემდეგ კი "მწავნეთა პარტიის ოფისში მართავდნენ, თუმცა პრაიმერის იდეა სალომე ზურაბიშვილისთვისაც, შალვა ნათელაშვილისთვისაც და გიორგი გაჩეჩილაძისთვისაც მიუღებელია.