29 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება მარგო კორაბლიოვას ჯგუფის ნოეტიკური პერფორმანსი და გამოფენა _ "სამკუთხედი _ ჰორიზონტი" (კირკეს მითის თემაზე).
გამოფენა მომზადებულია დავით ჩიხლაძის, ვასო მაჭარაძის, ლევან მაისურაძის, ნუცი გაბისიანის, სალომე პერტაიას, ხატია შიუკაშვილის, ანი ხარებავას, თამო მეტრეველის, ნიკა წიქარიშვილის მიერ.
30 დეკემბერს, 13:00 საათზე, მოეწყობა დისკუსია და მოკლე ვიდეორეტროსპექტივა მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის 15 წელთან დაკავშირებით.