ლეიბორისტულ პარტიას პრაიმერის იდეა მოსწონს, მაგრამ მას არ უერთდება. პრაიმერში მონაწილეობაზე უარის თქმას ნათელაშვილის გუნდი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებით ხსნის.
"ვინაიდან ჩვენ არ ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, პრაიმერში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თუმცა ეს იდეა არის უაღრესად საინტერესო ნოვაცია ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში", - განუცხადა პრაიმერის ინიციატორებთან შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.
ამ წუთებში პრაიმერის ჩატარების ინიციატორები _ ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი _'თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით პრაიმერის ჩატარების პროექტს "მწვანეთა პარტიის" ლიდერს აცნობენ.