საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გრძელდება გამოფენა `ძველი და თანამედროვე თბილისი~, სადაც წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული, 1890-1910 წლებში დიმიტრი ერმაკოვისა და 2009 წელს გიორგი მეურმიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია, ასევე, 1949 წლით დათარიღებული კინოსიუჟეტი თბილისის შესახებ. მასალა შერჩეულია ეროვნული არქივის ფოტო და კინო არქივებიდან.
დამთვალიერებელს გამოფენაზე საშუალება აქვს იხილოს, როგორ შეიცვალა გამოჩენილი ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისი ერთი საუკუნის შემდეგ. 2009 წელს გადაღებული თანამედროვე თბილისი იმეორებს 1909 წელს ფირზე აღბეჭდილ დედაქალაქს.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია. მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი,