აშშ-ში ფინანსური სისტემისა და სოციალური უთანასწორობით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება. 22 დღის წინ ნიუ იორკში დაწყებული საპროტესტო აქცია "მოახდინე უოლ სტრიტის ოკუპირება" ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ს რამდენიმე ქალაქს მოედო. დემონსტრაციები მიმდინარეობს ვაშინგტონში, ბოსტონში, ჩიკაგოში, ჰოუსტონში, სან-ფრანცისკოში, ფილადელფიაში, სოლტ ლეიკ სიტსა და ლოს ანჯელესში. ქვეყანაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოთა აქცია ალიასკაზეც კი გაიმართა. რაც შეეხება ნიუ იორკს. აქ იზრდება მოძრაობის "მოახდინე უოლ სტრიტის ოკუპირება" მონაწილეთა რაოდენობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის არასამართლიანი ფინანსური სისტემისა და სოციალური უთანასწორობით უკმაყოფილოთა რაოდენობა ათასობით ადამიანის აღწევს, რის გამოც ისინი უკვე ვერ ეტევიან კარვების ქალაქში, რომელიც უოლ სტრიტიდან 2 კვარტალში, ზუკოტის პარკშია გაშლილი. კარვების ქალაქში მყოფებს გამოეყო 3000-მდე ადამიანი, რომლებმაც ვაშინგტონის სკვერი "დაიკავეს". უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ "უოლ სტრიტის აქციის" მონაწილეთა ერთი ჯგუფი დააკავეს.
აქციის გამართვას შეეცადნენ ვაშინგტონში. დემონსტრანტები შეეცადნენ აქციის გამართვას უპილოტო მფრინავი აპარატების ექსპოზიციასთან. აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მისი დაშლა შეძლო. ამჟამად, მიმდინარეობს ინფორმაციების გადამოწმება თუ რა დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ აქტივისტები. გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის იყვნენ ორგანიზაციის "მოახდინე კოლუმბიის ოკუპირება" წარმომადგენლები.