საქართველოში არსებულ ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. განცხადება ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალმა `რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მარკ ლაიალის თქმით, მიუხედავად იმისა რომ კავკასიის რეგიონში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა შეწყვიტა, საქართველო უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა სიაში რჩება.
ბრიტანელი დიპლომატის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
დიდი ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია. საქართველოში გაეროს მისიამ მუშაობა რუსეთის ვეტოს შემდეგ შეწყვიტა.