სოხუმში საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომებით დღეს კიდევ 30 მოზარდი მოათავსეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე არ არსებობს დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც ახალი ტიპის ვირუსის დადასტურებას შეძლებს, შეტანილი არ არის მედიკამენტებიც. საავადმყოფოებს არ აქვთ სასუნთქი აპარატები, რომელიც რამდნიმე პაციენტს ესაჭიროება.
მიუხედავად ამისა, ოკუპანტები დაავადებულებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. სპეციალური საშვის გარეშე მათ არც რუსეთის ტერიტორიაზე უშვებენ. ამ თემაზე სპეციალურ ბრიფინგს დღეს ოპოზიციონერი ვალმერ ბუთბა გეგმავდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლის შედეგად პრეს-კონფერენცია გადაიდო.
წინასწარი ცნობით, ახალი ტიპის ვირუსით აფხაზეთში უკვე 8 ადამიანია დაღუპული. დაავადებულთა შორის არიან რუსი ოკუპანტებიც.