ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს განიხილავს, როგორც ერთ ბიზნესპროექტს, რომლითაც მოგების ნახვა უნდა, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუღებელი კონსტიტუციური თანამდეობის იმ პირისგან თვალებზე ცრემლის ღაპაღუპით წარმოდინება იმის გამო, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გვქონდეს, მაშინ, როცა მას პრემიერობის დროს ყველა შანსი, მანდატი და საშუალება ჰქონდა, ეს გაეკეთებინა
"ნოღაიდელი საქართველოს განიხილავს, როგორც ერთ ბიზნესპროექტს, რომლითაც მოგება უნდა ნახოს. მოსკოვში ვიზიტისას ნოღაიდელმა ერთი ასეთი ფრაზა თქვა: უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მოხდა და რუსეთთან ფაქტობრივი მდგომარეობიდან დავიწყოთ ურთიერთობა თავიდანო. მას ვეუბნები, რომ ვერაფერს დავივიწყებთ და დაშლილი საქართველოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან ვერ დავიწყებთ ურთიერთობებს. უნდა დავიწყოთ ურთიერთობები საქართველოს გამთლიანების საფუძვლებიდან. ნოღაიდელსა და მის ბიზნესპარტნიორებს მოსკოვში, რომლებიც პრემიერობის და ფინანსთა მინისტრობის დროს შეიძინა, როცა ფულთან ჰქონდა საქმე, თქვენი სააგენტოს მეშვეობითაც ვეტყვი: საქართველო არ არის ბიზნესპროექტი, საიდანაც ისინი მოგებას და მატერიალურ კეთილდღეობას მიიღებენ. საქართველო არის სამშობლო და რომელი პოლიტიკოსიც მას განცდით არ მოეკიდება, ის ვერასდროს მოიკიდებს ფეხს ქართველების გულში და ქართულ პოლიტიკაში", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კირთაძემ.