აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჰამბურგში კომპანიების "ლენდ დიზაინის" ხელმძღვანელს, სკოტ ლაგესსა და "როიალ კარიბიანის" ვიცეპრეზიდენტს ჯონს ტუსეკს შეხვდა.
სკოტ ლაგესმა ლევან ვარშალომიძეს პორტის მიმდებარე სანაპირო ზონის განაშენიანების გენერალური გეგმის პროექტი წარუდგინა. იგი დეკემბრის ბოლომდე უნდა დამუშავდეს, ხოლო მომავალი წლიდან კი, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება. 2013-2014 წლისათვის ბათუმი დიდი ზომის საკრუიზო გემების მიღებას შეძლებს.
აღნიშნული პრეოქტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილეს საკრუიზო კომპანია "როიალ კარიბიენთან" გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში მოეწერა ხელი.
ლევან ვარშალომიძე გერმანიაში საერთაშორისო კონფერენცია "Sea Trade" ესწრება.