28 სექტემბერს, 13:00 საათზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტი საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა ჭელიძეს და ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას "შერატონ მეტეხი პალასში" უმასპინძლებს.
მხარეები სტატისტიკისა და ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს ძირითადი სტატისტიკური მონაცემების (ინფლაცია, მთლიანი შიდა პროდუქტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა და ა.შ.) გაანგარიშების მეთოდოლოგიას.
ბიზნესომბუდსმენი კი ისაუბრებს ბიზნესგარემოსა და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ, კერძოდ რა სახის ღონისძიებები ხორციელდება ბიზნესის ინტერესების დასაცავად, მათ შორის კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთანამშრომლობისთვის.